The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი
Date of birth:9 July, 1950  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1972 წელს.

1972-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის", N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში, საწარმოო განყოფილების უფროს ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1981წწ. იმავე ტრესტის წარმოების მომზადების ჯგუფის უფროსის მოადგილედ, შემდეგ განყოფილების უფროსად; 1981-1982წწ. მუშაობდა N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1983წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N1 სახლმშენებელი კომბინატის განყოფილების უფროსად; 1983-1987წწ. იყო სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "საქკვებრემმშენის" მცხეთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1987-1992წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილრემმშენის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1992-1996წწ. იყო "მთავარმოსკოვმშენის" კონტრაქტორი ფირმა "თეას" დირექტორი; 1996-1998წწ. იყო საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის ტექნიკური დირექტორი; 1998-2010წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ხელმძღვანელი; 2010-2012წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის შპს "ლაბორატორიის" ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2013-2014წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "გაერთიანებული მელიორაციის კომპანიის" პროექტის ხელმძღვანელად; 2015-2016წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია "გზამშენპროექტისა" და კორეული ფირმა "Soosung"-ის ერთობლივი საზედამხედველო სამსახურის ლიდერის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.362


Share: