შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივერი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1963წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხრამჰეს-II"-ის სამთო ოსტატად და უბნის უფროსად; 1963-1979წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1984წწ. მივლინებული იყო ხადიტის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე (ერაყში) მთავარ ინჟინრად; 1985-1986წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენის" სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1986-1995წწ. საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" მთავარი ინჟინერი; 1995 წლიდან ფირმა "რადუგა-M"-ის გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა "ენგურჰესის", "ხუდონჰესის", ჟინვალის ჰიდროსადგურის, კავკასიონის ქედზე 24 კმ-იანი საუღელტეხილო გზის (მთავარი გვირაბით), გვირაბებისა და ხელოვნური ნაგებობების ("ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის" გაზსადენის ტრასაზე), თბილისისა და მოსკოვის მეტროპოლიტენების მშენებლობაში; არის არაერთი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი, მათ შორისაა დაპატენტებული კომპლექსი დახრილი გვირაბების გასაყვანად, რომელიც "ენგურჰესის" მშენებლობაზე დაინერგა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |