The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე ბზიავა

თორნიკე ბზიავა
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილებაზე (1996-1997წწ); დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო (2001) და სარეჟისორო (2003) ფაკულტეტები; ნიუ-ორკის უნივერსიტეტის თიშის კინოაკდემია (2004); ანჯეი ვაიდას კინოს უმაღლესი აკადემია (ვარშავა, 2006).  

მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: "უსმინე შოპენს", "ბოდვა"(ორივე 2003, მსახიობი), "აპრილის სუსხი" (2009 - კაპალბიოს და პარიზის სკფ მთ. პრ.-ები.); ითამაშა მთავარი როლები ფილმებში: "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი"(რ. ჩხეიძე, 2008), "სამი სახლი" (ზ. ურუშაძე, 2008). მონაწილეობდა ფილმებში: "მარტოხელა მონადირე" (ქ. დოლიძე, 1989),  "ვალი" (ლ. კოღუაშვილი, 2005), "სუბორდინაცია" (ა. ქავთარაძე, 2007).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 52; ქართული კინო - ყველაფერი ქართული კინოს შესახებ პორტალი: geocinema.org.ge


გააზიარე: