The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა მაისურაძე

კობა მაისურაძე
Date of birth:1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. არჩევსკში, სადაც განვლო თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური, ოსტატიდან დაწყებული მსხვილი სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქ. რუსთავში, ხელმძღვანელობდა სამშენებლო, სამონტაჟო სამმართველოებსა და სახლსაშენ კომბინატში 1972 წლამდე; მონაწილეობდა ქ. რუსთავის სამრეწველო კომპლექსის ქარხნების მშენებლობასა და გაფართოებაში, საცხოვრებელი კვარტლების და კომუნალური ობიექტების მშენებლობაში; 1972-1977წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიას", სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" კაპმშენებლობის სამმართველოს; 1979 წლიდან იყო ტრესტ "წყალმშენმასალების" მთავარი ინჟინერი; 1977-1979წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველის მოადგილე; ხელმძღვანელობდა კავთისხევის რკინაბეტონის ქარხნის, შოვის, ჯავის, გაგრისა და გუდაუთის საკურორტო ობიექტების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.363-364


Share: