შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ მაკიევი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. ვოროშილოვგრადის შახტების სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებელად; 1976-1980წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" კომპლექტაციის განყოფილებას; 1980-1983წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის სამმართველოს; 1983-1990წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტს, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ტრანსპორტის გაერთიანებას; 1990 წლიდან სამხრეთ ოსეთში "ზარანჰესის" მშენებლობის უფროსის მოადგილე იყო; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენისა და ზარამანჰესის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.364
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |