The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ბრეგვაძე

ომარ ბრეგვაძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკი) საოპერატორო ფაკულტეტი 1974 წელს. 

1958 წლიდან მუშაობდა "ქართულ ფილმში" საოპერატორო ტრანსპორტის მექანიკოსად, ოპერატორის ასისტენტად (1960-1969წწ.), ოპერატორად. არის მრავალი მხატვრული ფილმის კომბინირებულ გადაღებათა ოპერატორი. გადაიღო ფილმები: "ღამის ვიზიტი" (ლ. სუხოვთან ერთად/ნ. სანიშვილი, 1974), "ჩიტის რძე" (ნ. სანიშვილი, 1975), "ფაცურა" (რ. ლორთქიფანიძე, 1976), "ყველაწმინდა" (ი. კვაჭაძე, 1977), "რევანში" (ო. შამათავა, 1979), "დრიბლინგი" (ო. ლითანიშვილი, 1979), "შალვა ღამბაშიძე" (დოკ. , გ. კანდელაკი, ნ. ლაპიაშვილი, 1953), "ტერანგი" (ო. ლითანიშვილი, 1984), "ყოველწმინდა ალავერდი" (1977), "დავით სარაჯიშვილი" (2003), "კოჯრის ტყის სიზმრები" (ანიმაც. ფილმი, 1978), "ლია, პაპა, და პატარა მედოლე" (1973). კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 54; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: