The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ მამაგეიშვილი

ზაურ მამაგეიშვილი
Date of birth:19 November, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში, ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმო-ტექნიკურ განყოფილების უფროსად; 1977-1978წწ. ამავე სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს უფროსი იყო; 1979 წლიდან ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, სამმართველოსს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო; 2000 წლიდან ქ. ქუთაისის მერიის საქალაქო იმფრასტრუქტურისა და კომუნალური სფეროს მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით აშენებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის, კულტურული, ადმინისტრაციული და კომუნალური დანიშნულების ობიექტები (ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი და სხვა); 1981 წლის 5 ნოემბერს ქ. ქუთაისში დიდების მემორიალის მშენებლობის ხელმძღვანელობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ასევე მიღებული აქვს მთავრობის სხვა ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.364-365


Share: