შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუი-ნაპოლეონ მიურატი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბრიუნუა, საფრანგეთი. დაამთავრა სომიურის კავალერისტთა სკოლა 1891 წელს. 1891 წლიდან მსახურობდა ფრანგული არმიის 25-ე დრაგუნთა პოლკში. რუსულ ჯარში მსახურობდა 1904 წლიდან ლაიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა. 1909-1911 წლებში მსახურობდა კავალერიის ოფიცერთა სკოლაში, საკურსო ოფიცრის თანაშემწედ. მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914-1915 წლებში მსახურობდა ინგუშთა ცხენოსანი პოლკის მეთაურის თანაშემწედ. 1915 წელს დაინიშნა კავალერიის ოფიცერთა სკოლის პოლკის მეთაურად. კარპატებში ბრძოლების დროს, ძლიერ მოეყინა ორივე ფეხი და ვეღარ შესძლო მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში. 1915-1916 წლებში იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1916-1917 წლებში მსახურობდა მე-12 დრაგუნთა პოლკის მეთაურად. რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1921 წლის თებერვლამდე ცხოვრობდა საქართველოში, ზუგდიდში, დედის მამულში. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1919 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა უცხო სახელმწიფოების მისიებთან კავშირის დამჭერ ოფიცერთა ჯგუფში, საკავშირო ნაწილის უფროსის თანაშემწედ. 1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაბრუნდა საფრანგეთში და ცხოვრობდა ქ. ნიცაში. ნეაპოლის მეფის მარშალ იოაჰიმ მიურატის შვილთაშვილი, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის შვილიშვილი. პოლკოვნიკი (1910), ქართველი გენერალ-მაიორი (1917). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |