Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდე (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლეჯიქეთი (მაშინდელი ზუგდიდის მაზრა). დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907წწ. სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911წწ. წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957წწ. იყო საერო სამსახურში, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957წ. 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1958-1959წწ. ეპისკოპოსი ლეონიდე ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. დაჯილდოებული იყო: "რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით" (1913), მედლით "1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის," ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს - ორდენით. წყარო: tm.ru.net/wiki; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |