Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავითი (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, მაშინდელი სიღნაღის მაზრა. დაამთავრა სიღნაღის სასწავლებელი. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას. 1915 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის, ხოლო 1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში. 1952 წლიდან იყო დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესი. 1958 წლის 8 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. თავდაპირველად დაიკრძალა თელავის საერო სასაფლაოზე, საიდანაც 1995 წელს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გადაასვენეს ალავერდის საკათედრო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/სერგო ვარდოსანიძე. თბ., 2010. - გვ. 208-209.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |