Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა ხოჭოლავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოდიშში, ზუგდიდის მაზრა. დაამთავრა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-იან წლებში გადასახლებული იყო კავკასიიდან პოლიტიკური საბაბით. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში "მუხრან ოდიშელის" ფსევდონიმით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიკიტებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის ბოლოდან "სხივის" წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა ბოლშევიკურ რეჟიმთან საბრძოლველად საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათაშორის მოლაპარაკებებში. 1922 წლის მაისიდან იყო "სხივის" წარმომადგენელი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში". წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.478 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |