| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ მაკარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო ველისციხის თეატრში. რამოდენიმე სეზონის შემდეგ გადავიდა ჭიათურის თეატრში. 1938-1952 წწ. მოღვაწეობდა სოხუმის, ხოლო 1952-1956წწ. ფოთის თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კინტო (ა. წერეთლის "კინტო"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ეკატერინე ჭავჭავაძე (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), სამეგრელოს დედოფალი (ა. ქურდიანის "უტუ მიქავა"), ბეატრიჩე, ემილია (უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო", "ოტელო"), ლედი მილფორდი (ფრ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.93-94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

