Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომანოზი (მიტროპოლიტი)![]()
Biography1895-1908 წწ. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1909-1910 წწ. იყო სამხედრო სამსახურში; 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის (ტარტუ) უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე. 1914-1918 წწ. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წწ. მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში, 1921-1924 წწ. პატიმართა დამხმარე კომიტეტში, 1924-1944 წწ. კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს და ითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში მიღება. იმავე წლის 6 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს -მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა. 1952 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მელქისედეკ III-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1954 წლის 17 მაისს სიონის ეკლესიიდან გადაყვანილ იქნა კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. 1955-1959 წლებში იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი, 1960-1967 წლებში თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი. 1962 წელს მოსკოვში ახლდა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს. დააჯილდოვეს მიტრით. 1965 წელს აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ მიენიჭა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით. 1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) და უპირატესმა მღვდელთმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. წყარო: საეკლესიო ბიბლიოთეკა: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები):library.church.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |