The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმი მამალაძე

ჯიმი მამალაძე
Date of birth:28 March, 1941  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საინჟინრო მექანიკის სპაციალობით 1983 წელს.

1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N454 ხიდშენ მატარებელში ოსტატად, N39 ხიდშენ რაზმში - მთავარ მექანიკოსად; 1981 წელს დაინიშნა N39 ხიდმშენი რაზმის უფროსის მოადგილედ; 1986 წლიდან N12 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენის " მმართველის მოადგილე იყო; 1996 წლიდან კი სს "ხიდმშენის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ხელმძრვანელობდა ათობით ხიდისა და გზაგამტარის დიდი, საშუალო და მცირე ხელოვნური ნაგებობის,"აღსტაფა-ბეიუკ-კიასიკის" სარკინიგზო ხაზის ხიდის, ქ. კიროვაბადის გზაგამტარის. ქ. კიროვაკანის ხიდების, "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო ხაზის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას; აქტიურად მონაწილეობდა და უდიდესი პროფესიონალური ნიჭი გამოამჟღავნა ქ. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის, "თავისუფლების მოედნისა" და "რესპუბლიკის მოედნის" რეკონსტრუქციაში; მდ. მტკვარზე ბარათაშვილის, ვახუშტი ბაგრატიონის, გიორგი მინდელის სახელობის ხიდების; 1998 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ე. წ. "წითელი ხიდის" (მდ. ხრამზე) მშენებლობებში; სომხეთში მომხდარი მიწისძვრის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მთავრობის დავალებით მონაწილეობა მიიღო მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში; პირადად ჩაუდგა სათავეში ლენინაკანსა და სპიტაკში ჩამოყალიბებულ სპაციალიზებულ რაზმებს და გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ჩააბარა მასზე მიმაგრებული ობიექტები, რისთვისაც დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.365-366; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.97

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

Share: