Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მამარდაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1963-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და N2 სამშენებლო ტრესტის ორგანიზაციებში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1971-1984წწ. იყო იმავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, გაგრის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის მთავარი მშენებელი; 1984-1992წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს შსს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს გაგრის ზონის უბანს; მონაწილეობდა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის, ცენტრალური არქივის, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოსა და წიგნის ფაბრიკის მშენებლობაში; საკურორტო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში ქ. გაგრის ზონაში; ასევე, მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.366
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |