Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ბუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენის სპეციალობით 1984 წელს, რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ს. სოლოვიოვის სახელოსნო) 1990 წელს. გადაიღო მხატვრული ფილმები: "კედელი" (მ/მ, ჟან პოლ სარტრის მოთხრობების მიხედვით, 1991), კრიმინალური მელოდრამა "ჰავაური ვალსი" (გ. დოჩანაშვილის ნოველის "ჩვენს ეზოში წვიმა მოდის" მიხედვით/ ა. ნინუასთან ერთად, 1990), მელოდრამა "მთვარიანი ველის სერენადა" (2004), კრიმინალური დრამა "წითელი ლოტოსი" (2008, უკრაინა), ყოფითი დრამა "ფული ქალიშვილისთვის" (2008, რუსეთი-უკრაინა), დოკუმენტური ფილმი "ბათუმის ომი" (ზ. ცინცქილაძესთან ერთად, 1994), ტელესერიალი "ყავა და ლუდი" (2003-2005). "ნიკონოვი და კომპანია" (ტელესერიალი, უკრაინა, 2015, რეჟისორი), "ჩერვონი" (უკრაინა-ლიტვა, 2017). მოღვაწეობდა რუსეთსა და უკრაინაში. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" სცენარების ავტორად და რეჟისორად. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 54; ქართული კონო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: geocinema.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |