The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ბურავლიოვი

ბორის ბურავლიოვი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1906
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1981  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კინოში მოღვაწეობდა 1923 წლიდან. კინორეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიწვევით "არმენკინოში" 1926-1933წწ. რამდენიმე მხატვრული, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი გადაიღო. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში, როგორც დამდგმელმა ოპერატორმა მონაწილეობა მიიღო მხატვრული ფილმების: "დაკარგული სამოთხე" (დ. რონდელი, 1937), "ცანის ხეობის საუნჯე" (ზ. ბერიშვილი, 1941), "ცისკარა" (ს. ჭელიძე, 1955) გადაღებაში. ბურავლიოვი იყო კომბინირებული გადაღებების ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი და ამ დარგში მრავალი ოპერატორისა და მხატვრის აღმზრდელი. მონაწილეობა მიიღო ვ. ამაშუკელის ფილმის "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წ." აღდგენაში (1953-1954).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 54-55; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: