The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი აფხაიძე

დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1912
გარდაცვ. თარიღი:1964  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

მსახიობობა დაიწყო 1930 წელს. მოღვაწეობდა თელავში, სოხუმსა და ბაქოში, ხოლო 1936 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ტეატრში. შესრულებული აქვს: ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბეგლარი (კ. კალაძის "როგორ"), ადიუტანტი, ფარსადანი, კაპიტანი (ს. შანშიაშვილის "არსენა", "ანზორი"), ექიმი შალვა (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ჯიბო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფლელი თავადი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), კრეივენკო (ბ. ჩირკოვის "გამარჯვებულნი"), გელა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვა.  ა. აფხაიძე მონაწილეობდა ფილმებში: "დავით გურამიშვილი", "მწვერვალთა დამპყრობნი", "აკაკის აკვანი" და სხვა. სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა სამწერლო მუშაობასაც. დაწერილი აქვს პიესები: "არაგველები", "დაიბრუნეთ თქვენი ახალგაზრდობა" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: