Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუზაფერ მამუჭაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" აჭარის ფილიალის არქიტექტორად, მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს უფროსად, ფილიალის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; იყო აჭარის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" თავმჯდომარე, აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის პედაგოგიურ ("სპორტული ნაგებობები") და საქართველოს პოლიტექნიკურ ("პრაქტიკული გეგმარება") ინსტიტუტებში; ძირითადი ნამუშევრებია: ახალგაზრდული ცენტრი ბათუმის მთაზე, სარფისა და ადლიის საბაჟო კომპლექსები, ბათუმის პედინსტიტუტის ახალი კორპუსი, ბათუმის ავტოვაგზალი (900 მგზავრზე), ბათუმის ნავთობბაზის კულტურის სახლი (400 მაყურებელზე), ბათუმის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონისა და "სასროლეთის" მ/რ გეგმარება, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებისა და პორტის ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქცია, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, მამედ აბაშიძის ძეგლის პოსტამენტი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და სხვა; 1995 წელს ბათუმში მოაწყო საკუთარი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.367 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |