Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დამირ მანჯგალაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა ტაშკენტში, უზბეკეთის საავტომობილო გზების სამინისტროს ხიდმშენებლობის სამმართველოს ოსტატად; 1964-1968წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საკავშიროგზაპროექტის" თბილისის ფილიალის ინჟინრად; 1968-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარი სპეციალისტი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1972-1977წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1977-1983წწ. იყო საქართველოს კპ ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1983-1986წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე; 1986-1988წწ. საქართველოს მშენებლობის მინისტრი; 1988-1991წწ. მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.368
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |