შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მარგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს. 1983-1985წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" მე-2 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად; 1991-1995წწ. სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი ძირითადი განხორციელებული ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლები რუსთავის სტამბის თანამშრომელთათვის (1989); საცხოვრებელი სახლი თბილისში, იორის ქუჩაზე (1990), ოფისი ლერმონტოვის ქუჩაზე (1993); პროექტები: ახალი ხაიშის გენგეგმა (1984-1985), მუხრანის ცენტრის რეკონსტრუქცია (1988), საცხოვრებელი კომპლექსი ანაგის ქუჩაზე (1990); სასტუმრო და საავადმყოფო ქ. ფაცაში (თურქეთი, 1990); საცხოვრებელი სახლები ნუცუბიძის პლატოზე (1992), სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია (1993), ზემო ვაკის მოშენების პროექტი (1992-1993). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.370 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |