The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ყაზბეგი

ივანე ყაზბეგი
Date of birth:11 June, 1860
Date of death:2 December, 1943  (at 83 years)
Burial location:Powazkowskim-ის სასაფლაო, ვარშავა, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის 1-ლი სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

ივანე (იან) ყაზბეგი დაიბადა ნიკოლოზ ყაზბეგისა და მისი მესამე ცოლის ქოშერხან (ელენე) დუდაროვას ოჯახში. ჯარში მსახურობდა 1878 წლიდან მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. მისი მომდევნო სამხედრო სამსახური დაკავშირებული იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადასთან, სადაც ის 1904-1912 წლებში მეთაურობდა მე-6 ბატარეას, 1912-1916 წლებში 1-ლ ბატარეას, ხოლო 1916 წლის 12 მაისიდან მთლიანად ბრიგადას. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1921 წელს  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში (ქ. სტამბოლი), შემდეგ პოლონეთში. 1922 წლიდან ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით. 1923 წლის იანვარ-აპრილში, მსმენელის რანგში მან გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მე-4 კურსზე, ქ. რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში და 1923 წლის აპრილ-ოქტომბერში საარტილერიო კურსზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში (პოლონეთი). აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ მიღებულ იქნა ქ. ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც როგორც ირკვევა, დაჰყო 1926 წლამდე. 1926 წელს პოლონეთის ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა. 1928 წელს იგი ირიცხებოდა ქ. რემბერტოვოს სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით. 1931 წლის 31 აგვისტოს დათხოვნილ იქნა თადარიგში, კონტრაქტის დასრულების გამო. პოლკოვნიკი (1912), ქართველი გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი. გაბრიელ ყაზბეგის შთამომავალი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილი, გიორგი ყაზბეგის ძმა. მხატვარ ნიკა ყაზბეგის მამა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით დაიღუპა 1944 წელს). (ივანე ყაზბეგს მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა ემიგრაციაში არ გაჰყოლია. იგი სამშობლოში დარჩა უმცროს შვილთან, ნიკასთან ერთად. ნიკა ყაზბეგი 1908 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. 1926 წელს მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა 1930  წელს, როგორც ემიგრანტისა და ხალხის მტრის შვილი, იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია. 1930 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრში. 1951 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1959 წლიდან დამდგმელ მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: "ნინო", "ჯარისკაცის მამა", "შეხვედრა წარსულთან", "სამკაულები ჩემი სატრფოსათვის", "ჩარირამა" და სხვ. გარდაიცვალა 1983 წელს).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.93; ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები / გიორგი ყაზბეგი.-ბათუმი, 2029.-გვ.212-213

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით )
  • 1914 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: