The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე (მთავარეპისკოპოსი)

იოანე
ოფიციალური სახელი:ცეზარ ანანიაშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 1998  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტრის გალავანი, მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის რაიონი.

1955-1962წწ. სწავლობდა თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში, 1963-1967წწ. წლებში  თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში, 1971-1973წწ. წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1973 წლის 12 ოქტომბერს მიტროპოლიტ რომანოზის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარიამ სენაკის დედათა მონასტერში ცეზარ ანანიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად იოანე. 1975 წელს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში. 1978 წლის 1 იანვრიდან, როდესაც მიტროპოლიტი რომანოზი პენსიაზე გავიდა და განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობისაგან, არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა. 1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად. მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად.

წყარო:konstantineshistory.wordpress.com


გააზიარე: