Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სიონი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1962 წელს. 1966-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1978 წლის დეკემბერში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 1979 წლის იანვარში-მღვდლად, ხოლო 1979 წლის აგვისტოში ბერად აღიკვეცა და სახელად ქრისტეფორე ეწოდა. 1979 წლის აგვისტოში ეპისკოპოსად აკურთხეს. ეპისკოპოსი ქრისტეფორე იყო უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქორეპისკოპოსი. 1980 წლიდან განაგებდა ნიკორწმინდის ეპარქიას, 1981-1992 წლებში მარგვეთის ეპარქიას, ამავე დროს მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1992-1995 წლებში განაგებდა აგარაკ-წალკის ეპარქიას, 1995 წლის 5 აპრილიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიას, საიდანაც მრევლის საჩივრის გათვალისწინებით გადაიყვანეს ბოლნისისა და დმანისის ეპარქიაში. 1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდის განჩინებით გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება. საკითხი კვლავ იქნა გადასინჯული 2000 წლის 14 დეკემბერს და მას ამჯერადაც აეკრძალა მღვდელმოქმედება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 17 სექტემბრამდე. მას წმიდა სინოდის განჩინებით შეწყვეტილი აქვს მღვდელმოქმედება. წყარო: kvira.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |