The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ რამიშვილი

გურამ რამიშვილი
Date of birth:3 November, 1932
Date of death:31 August, 2010  (at 77 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში; 1967 წლიდან ამავე ინსტიტუტის სახეთა გამოცნობის განყოფილების გამგე; 1981 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. მისი შრომები ეხება ადამიანისა და გამომთვლელი მანქანის ზეპირსიტყვიერ დიალოგს. მისი სამეცნიერო ინტერესებს წარმოადგენდა სამეტყველო სიგნალის კვლევა, მეტყველების ავტომატური ამოცნობა, ხმის ინდივიდუალური თავისებურებათა შესწავლა და ხმის ავტომატური ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მიზნით ქართული მეტყველების სინთეზისა და დიალოგური სისტემების შექმნა. ამ მიმართულებებს მან მიუძღვნა ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ოთხი მონოგრაფია. მისი მონოგრაფია "სამეტყველო სიგნალი და ხმის ინდივიდუალობა", რომელიც გამოქვეყნდა 1976 წელს რუსულ ენაზე, ამ დარგში იყო ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა მსოფლიოში. გ. რამიშვილის ნაშრომს ციკლისათვის "სამეტყველო სიგნალის ინდივიდუალური თავისებურებები, კვლევა და ხმების ავტომატური ვერიფიკაციის სისტემათა შემუშავება", მიენიჭა საქართვლოს სახელმწიფო პრემია. მის მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგები მოხსენიებულია საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდების აღზრდაში და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა მრავალი საერთაშორისო კონფერენცია და სკოლა-სემინარი. ქართველი მეცნიერი, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი სახეთა გამოცნობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.298; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge

Member of Organizations

  • ფონეტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო საზოგადოება (აშშ), წევრი (1981-)

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: