The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან რამიშვილი

ვალერიან რამიშვილი
Date of birth:14 January, 1907
Date of death:14 November, 1990  (at 83 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდგანყოფილების გამგე; პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959 წლიდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1960-1968წწ. იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1968 წლიდან -  ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე. ავტორია 750 ნაშრომისა (მონოგრაფიები, სტატიები). მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას; ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.298; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.388

Awards and Honors

  • 1978 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1977 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: