შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მარდახიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომიტეტში არქიტექტორად; 1991-1994წწ. მუშაობდა საქართველოს დიზაინერთა კავშირში, არქიტექტორად; 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს დიზაინერთა ფონდის მოსკოვის განყოფილებაში, დიზაინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, აკადემიკოს ზ. წერეთლის ხელმძღვანელობით; აქტიურად მონაწილეობდა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი შემდეგი პროექტების შემუშავებასა და რეალიზებაში: საბავშვო ქალაქი "მზიური" ქ. თბილისში; დიდი სამამულო ომის მუზეუმი ქ. მოსკოვში; საოცრებათა პარკი ბავშვებისათვის; რუსეთის საზღვაო ფლოტის შექმნის 300 წლისთავისათვის მიძღვნილი სკულპტურა "პეტრე დიდი" ქ. მოსკოვში; 1999 წლიდან გადაიყვანეს პროფესიულ სამხატვრო შემოქმედებით ცენტრში დიზაინის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; მონაწილეობდა შემდეგი პროექტების შემუშავებაში: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტურ მეცნიერებათა ბიბლიოთეკის გაფორმება; ქრისტეს ტაძრის ღდგენა-გარე მორთულობის მოხატვა, ქ. მოსკოვში; 2001 წლის 11 საქტემბრის მსხვერპლთა მონუმენტი ქ. ნიუ-იორკში (აშშ) და ქრისტეს ტაძრის მაქმანებიანი ხიდი; ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა მონუმენტი, ქ. მოსკოვში; პ. ა. სტოლიპინის ძეგლი ქ. ულიანოვსკში; 2002 წლიდან მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმში, დიზაინისა და ახალი ფორმების განყოფილების გამგის თანამდებობაზე; დაჯილდოებულია ალექსანდრე ნეველის მედლით ქრისტეს ტაძრის მხატვრული გაფორმებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.371-372 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |