Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ხელოვნების ფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილება 1986 წელს; თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. შენგელაიას სახელოსნო) 1996 წელს. 1986-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოს, ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში; 2002-2004წწ. პროდიუსერად ტელეკომპანია "იმედში"; 2009 წლიდან საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გენერალური პროდიუსერია. გადაიღო ფილმები: "გილოცავთ ახალ წელს" (მ/მ, 1995); "სამოთხე ჩვენს ქალაქში" (2000). კინორეჟისორი, პროდიუსერი. ფილმისთვის "გილოცავთ ახალ წელს", მიღებული აქვს საქართველოს კინოაკადემიის პრემია "ნატო" - საუკეთესო დებიუტისთვის (1996) და "ზალატოი ვიტიაზის" პრიზი "ვერცხლის რაინდი" (1996). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |