შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მარშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1956 წწ. მუშაობდა თბილისის საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ "საქგზაპროექტში" ინჟინრად, საპროექტო-საგამოკვლევო პარტიის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1956-1966წწ. მივლინებული იყო ავღანეთში საგზაო ობიექტების მშენებლობაზე; 1966-1972 წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N1 და N4 სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოების უფროსად; 1972-1980 წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1980-1982 წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ ინჟინრად; 1982-1986წწ. ს/კ გაერთიანება "საქგზამეცნიერებაში" - საგეგმო განყოფილებისა და საავტომობილო გზების N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის: "თბილისი-მარნეულის", "თბილისი-რუსთავისა" და თბილისის ასაქცევი გზების ცალკეული მონაკვეთების, სახიდე გადასასვლელებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |