The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ მარჩენკო

ვიქტორ მარჩენკო
Date of birth:6 August, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი მარკშეიდერის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზგიპროსვიაზის" თბილისის ფილიალის ინჟინერ-გეოდეზისტად; 1963-1969წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში - თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე სამმართველოს მარკშეიდერად; 1968-1971წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო "ფუნდამენტმშენის" გეოდეზიური სამსახურის უფროსი; 1971-2005წწ. თბილისის მთავარ არქიტექტურულ სამმართველოს გეოდეზიური განყოფილების უფროსი; 2006 წლიდან არის ინდმეწარმე; მონაწილეობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის (შემდგომში - სახელმწიფო კანცელარია) ადმინისტრაციული შენობის, პრეზიდენტის რეზიდენციის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის ცალკეული მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქცია-რესტავრაციაში, გლდანის, ვაზისუბნის, ნუცუბიძის პლატოსა და დიდი დიღმის საცხოვრებელი მ/რაიონების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.375


Share: