შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გიმნაზია და ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა 1889 წლიდან. 1892 წლიდან მსახურობდა სამურის (აზერბაიჯანი) 83-ე ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლიდან მეთაურობდა ციმბირის 45-ე მსროლელთა პოლკს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1917). პოლკოვნიკი (1914), ქართველი გენერალ-მაიორი (1917). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |