შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც 2000 წლის 27 აგვისტოს აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს და ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იმავე წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვრიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტის ხარისხი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |