The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზენონი (მთავარეპისკოპოსი)

ზენონი
Legal name:იმედა იარაჯული
Date of birth:17 March, 1972  (53 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1992 წელს.

1993 წლის 14 აგვისტოს ბერად აღიკვეცა. 1993 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1993 წლის 25 ოქტომბერს მღვდლად. 1994 წლის 10 ნოემბერს გახდა იღუმენი და სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორი. 1995-1996 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი იყო. 1996-1997 წლებში გაიარა რომის ორიენტალისტური ინსტიტუტი. 1998 წელს გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი. 1998-2002 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე. 2000-2002 წლებში თბილისის მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის 16 ივნისს გახდა არქიმანდრიტი. 2002-2003 წლებში იყო სვეტიცხოვლის წინამძღვარი. 2003 წლის 18 აგვიოსტოს ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 30 აგვისტოს მოხდა მისი კურთხევა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მას ჩაბარდა დმანისის ეპარქია. 2005 წლიდან დმანისის ეპარქიას დაემატა აგარაკ-ტაშირის მხარე დღევნდელ სომხეთში, ხოლო 2009 წლიდან მეუფე ზენონს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაც ჩააბარეს. 2011 წელს კი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მიღებული აქვს: საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორდენი (2004), ედიტერანიის ბერძნული სამიტროპოლიტოს ორდენი (2004), საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ორდენი (2010).

წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge

Member of Organizations

  • გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის პან-ორთოდოქსული ეპისკოპალური ასამბლეა, წევრი (2009-)
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (2003-)

Share: