The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრემი (მთავარეპისკოპოსი)

ეფრემი
Legal name:ელგუჯა გამრეკელიძე
Date of birth:24 October, 1975  (49 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1996 წლამდე სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1994 წლიდან იყო ბათუმის საკათედრო ტაძრის მნათე და მედავითნე. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად და იმავე წლის 6 მაისს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა ბერდიაკვნად, ხოლო ნოემბრიდან მსახურობა განაგრძო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. 1997 წლის 7 აპრილს ეკურთხა მღვდლად, მსახურობდა იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში. 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 2001-2004 წლებში იყო ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის  რექტორი, 2004-2006 წლებში ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. 2006 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით, გამოირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად და 31 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. 2012 წლის 6 სექტემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge


Share: