The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რატი I

Date of birth:9??
Date of death:1021
Category:Politician

Biography

გააფართოვა კლდეკარის საერისთავო (მიიტაცა ქართლში მტკვრის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალი). ებრძოდა ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III-ს. სავარაუდოა, რომ იგი იმ დიდგვარიან აზნაურთა შორის იყო, რომლებიც ქართლის საზღვართან მტრულად დახვდნენ აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ ბაგრატ III-ს. დაახლოებით 988 წელს რატი I-ისა და სამეფო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო სხვა აზნაურების მცდელობით განხეთქილება ჩამოვარდა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის. რატი I-მა თავისი სამფლობელო თრიალეთი კლდეკარის ციხით მეფეს გადასცა, თვითონ კი არგვეთში, მამაპაპეულ მამულში დასახლდა. შემდეგ, ჩანს, მას დაუბრუნეს საერისთავო და ისიც ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას. დაიღუპა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შირინში. პავლე ინგოროყვა რატი I-ს აიგივებს X-XI საუკუნეების ჰიმნოგრაფ რატი ორბელთან და მასვე მიაკუთვნებს ტიტე მოციქულის ერთ საგალობელს, რომლის აკროსტიქში მოხსენებულია ავტორის სახელი "რატი" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი H-2337). ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, კლდეკარის ერისთავი.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.8.-თბ., 1984.-გვ.308


Share: