Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მარჯანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1964-1985წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1985-1989წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1991 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსტრუქციების კათედრის პროფესორი, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის გამგე, დისერტაციების დაცვის სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეძღვნებოდა კარკასული და მსხვილპანელური შენობების გაანგარიშების მეთოდების დამუშავებას, მრავალკომპონენტიანი სეისმური ზემოქმედების დროს; მის მიერ პირველად საქართველოში აგებულ იქნა შენობა სიხისტის ბირთვით; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიისა და 20 გამოგონების; მისი შრომები თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოცემულია უცხოეთში; მისი მონაწილეობით ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტის საფუძველზე დაპროექტებული და აშენებულია არაერთი შენობა-ნაგებობა საქართველოსა და უცხოეთში. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.375-376 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |