Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარდენ წულუკიძე![]()
Biographyდაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და ალექსეევის სამხედრო სასწავლებელი. 1884 წლიდან მსახურობდა კასპიის იქითა მე-8 მსროლელთა ბატალიონში. მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს მსახურობდა ლორეს (სომხეთი) 208-ე ქვეითთა პოლკის მეთაურის თანაშემწედ. 1914-1915 წლებში მეთაურობდა შამახის (აზერბაიჯანი) 205-ე ქვეითთა პოლკს. 1915-1917 წლებში ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო, იმყოფებოდა ჯერ მინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ კი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს განყოფილების უფროსად, ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად და ამ მაზრაში განლაგებული ჯარების სარდლად. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ბათუმის სიმაგრის უფროსი. პირველ ეტაპზე "სამხედრო ცენტრის" დანიშნულება იყო საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომლებსაც ერთიანი სამხედრო ცენტრი გააკონტროლებდა. "სამხედრო ცენტრმა" მალე მთელი საქართველო მოიცვა. მისი ყველაზე დიდი ფილიალი მდებარეობდა ბათუმში, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ "ცენტრს" საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია, თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. "ცენტრს" სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა. პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც პოლკოვნიკ ნარეკელიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარეკელიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. 1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლების დასაწყისი. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს. გადაწყდა, პირველ რიგში, ტფილისში დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო. "ЧК" დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა "სამხედრო ცენტრის" მთელი შემადგენლობა გასცა. 1923 წლის თებერვალში ვარდენ წულუკიძე 14 წევრთან ერთად დააპატიმრეს, საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს. "ЧК"-ას სპეციალურმა კომისიამ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. გენერალი ვარდენ წულუკიძე კოტე აფხაზთან და 14 პატიმართან ერთად ტფილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. 1917 წელს საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის იარაღით. პოლკოვნიკი (1910), ქართველი გენერალ-მაიორი (1915). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.97 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |