The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანატოლი კამკამიძე

ანატოლი კამკამიძე
Date of birth:7 June, 1936
Date of death:23 June, 1999  (at 63 years)
Burial location:ლვოვი, უკრაინა
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჟმერინკა (უკრაინის სსრ).

დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა გამოცდები ოდესის ვოროშილოვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში 1954 წელს.

1957 წლიდან მსახურობდა გერმანიაში, საბჭოთა ჯარების ჯგუფში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად. 1967 წლამდე მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1967-1970 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1970 წელს დაინიშნა მოტომსროლელთა პოლკის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1972 წელს მოტომსროლელთა პოლკის მეთაურად. 1973 წელს დაინიშნა დივიზიის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1974-1981 წლებში მსახურობდა 41-ე მოტომსროლელთა დივიზიის მეთაურად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1974 წელს მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1981 წლიდან მსახურობდა კარპატისპირეთის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად. 1984 წელს დაინიშნა ამავე ოლქის სარდლის მოადგილედ საბრძოლო მომზადებაში. 1992 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში და დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1992 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. სსრკ შეიარა-ღებულ ძალებში სამსახურისთვის დაჯილდოებულია III ხარისხის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი (1975), გენერალ-ლეიტენანტი (1984), გენერალ-პოლკოვნიკი (1992).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.104

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: