The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო გვიშიანი

ლადო გვიშიანი
Legal name:ვლადიმერ გვიშიანი
Date of birth:1890
Date of death:1980  (at 90 years)
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1909 წელს, ბერლინის საილიუზიო ხელოვნების აკადემია (მიენიჭა მაგიის პროფესორის წოდება, 1913) აკაკი ფაღავას სტუდია (1924) და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტი 1938 წელს.

1908 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, პარალელურად მსახიობობდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. 1910-1917 წწ. გამყრელიძის კერძო ცირკში გამოდიოდა, როგორც ხუმარა. შემდეგ წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მრავალი უცხო ენის მცოდნე, მუშაობდა სამხედრო თარჯიმნად. კინოგადაღებებში პირველად მონაწილეობა მიიღო ფილმში  "კავკასიის დამოჩილება" (ლ. ჩერნი, 1913). ქართულ ფილმებში შეასრულა შემდეგი როლები: იმერელი ("ქარიშხლის წინ", კ. მარჯანიშვილი, 1924); მჭედელი ("გუგუბზიარა", დ. რონდელი, 1939); დათია და ტუსაღი ("დარიკო", ს. დოლიძე, 1936), პირველი ქაჯი ("ქაჯეთი", კ. მიქაბერიძე, 1936); კომიკოსი მოენე ("პირველი დღე", ა. თაყაიშვილი, 1936); ქადაგი ("ქაჯანა", კ. პიპინაშვილი, 1941). მონაწილეობს ფილმებში: "მამის მკვლელი" (ა. ბეკნაზაროვი, 1924); "თეთრი მხედარი" (ე. ძიგანი, 1929); "ვინ არის დამნაშავე?!" (ა. წუწუნავა, 1925); "არსენა" (მ. ჭიაურელი, 1937), "მაცი ხვიტია" (გ. შენგელია", 1966); "წყალდიდობა"(თ. გოშაძე, 1970), ბოლო როლი ითამაშა ფილმში "ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (ზ. ინაშვილი, 1980). კინოს, თეატრისა და ცირკის მსახიობი. აღიარებულია, როგორც ქართული ცირკის პირველი ხუმარა. თეატრის, კინოს და ცირკის მსახიობი

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 62; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: