The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუხტარ ელბაქიძე

მუხტარ ელბაქიძე
Legal name:მიხეილ ელბაქიძე
Date of birth:20 September, 1931
Date of death:2011  (at 79 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ელბაქიანთკარი, ქარელის რაიონი.

1947 წელს დაამთავრა სოფელ გვერძნეთის საშუალო სკოლის 8 კლასი და დაიწყო სწავლა თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1949 წელს ჩაირიცხა კიევის საერთო-საჯარისო სასწავლებელში. სამხედო სამსახური დაიწყო ფინეთში, სამხედრო-საზღვაო ბაზა პორკალა-უდეზე (ფინეთი), მეტყვიამფრქვევთა ოცმეთაურად, სადაც მსახურობდა 1955 წლამდე. 1955 წლის შემდეგ მსახურობდა ბალტიისპირეთში, მეთაურობდა ოცეულს, ასეულს. დაამთავრა საღამოს სკოლა, შემდეგ ჩააბარა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მეთაურობდა მოტომსროლელ ბატალიონს, შემდეგ დაინიშნა პოლკის მეთაურის მოადგილედ. 1967 წელს კი დაინიშნა მოტომსროლელი პოლკისმეთაურად. მოგვიანებით დაინიშნა სამარა-ულიანოვსკის დივიზიის შტაბის უფროსად. 1991 წლამდე მსახურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსად. 1992 წლის ბოლოს დაინიშნა ქართული არმიის მთავარი შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ. ქართველი გენერალ-მაიორი; გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო:  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.111; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (III ხარისხის)

Share: