Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1968 წლამდე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო ორგანიზაციებში კონსტრუქტორად; 1968-1970 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1970-1992 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" განყოფილების გამგე, მთავარი ინჟინრისა და გაერთიანების უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა გაგრისა და ბორჯომის საკურორტო სფეროს ობიექტების დაპროექტებაში, მუხიანის, გლდანისა და დიდი დიღმის მიკრორაიონების საბინაო და კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.380
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |