The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი
Date of birth:22 December, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N3 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საწარმოო გაერთიანების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1975-1992წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" გაზისა და საინჟინრო ნაგებობათა განყოფილების პროექტის მთავარ ინჟინრად და ხელმძღვანელად; 1992 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მთავარი ინჟინერი, შემდგომ გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა ქ. თბილისის კომუნალური მეურნეობის ძირითადი ობიექტების დაპროექტებაში; იყო გაზის ყველა კატეგორიის გაზსადენის - I, III, IV, V, VI და VII წყალსადენების რეკონსტრუქციის, შემოვლითი წყალსადენისა და მეტროსადგურ "დელისსა" და "ბახტრიონს" შორის არსებულ მონაკვეთში საინჟინრო ქსელების რეკონსტრუქციის პროექტების მთავარი ინჟინერი; ასევე, მთაწმინდის რაიონში დანგრეული კვარტლების საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა "სართიჭალა-გაჩიანის" ნავთობსადენის მშენებლობას, ქ. თბილისის განვითარების გენგეგმის მოსამზადებელ სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, არის ევროგაერთიანების საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.380-381; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.95

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: