Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მახარაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1966 წელს. 1966-1976წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; არის არქიტექტურისა და ურბანისტიკის დეპარტამენტის პროფესორი; მონაწილეობდა არქიტექტურის ფაკულტეტის ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს ჩამოყალიბებაში; 1994-2003 წწ. იყო ამავე საბჭოს სწავლული მდივანი; 1996-2006 წწ. იყო ურბანისტიკის კათედრის გამგე; 2012--2014 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის, ხოლო 2015 წლიდან აკადემიური საბჭოს წევრი; არის 85-ზე მეტი პუბლიკაციის და 50-ზე მეტი არქიტექტურული პრტოექტის ავტორი; მათ შორის: ტურისტული კომპლექსი 800 ადგილზე სოხუმში, კლინიკა 200 საწოლზე თბილისში, საჯარო სკოლა ბორჯომში, ჯუგაანსა და ლამბალოში, აგარაკი ქ. სკოპიეს გარეუბანში (იუგოსლავია), კერძო სახლების ეზოების ლანდშაფტურ-დიზაინერული გადაწყვეტები და ა.შ.; მოწყობილი აქვს ნახატების 28 პერსონალური გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს 32 ქვეყნის კერძო კოლექციებში; გამოცემული აქვს ნამუშევრების რამდენიმე კატალოგი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ცენტრალურ ინსტიტუტში 1974 წელს. სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ. 381-382 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |