The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მახვილაძე

რევაზ მახვილაძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის საბინაო-კომუნალური მეურნეობის აკადემიის ასპირანტურა 1966 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" კონსტრუქტორად; მუშაობდა ტერიტორიულ საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში", მოსკოვის საბინაო-კომუნალური მეურნეობის აკადემიაში; 1971-1977წწ. ხელმძღვანელობდა ტერიტორიულ საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" ტექნიკურდა 1977-1978წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქმშენკომუნპროექტის" არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილებას; 1978 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში - ტექნიკური უნივერსიტეტის) სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე (სამეცნიერო დარგში) და საერო ინსტიტუტ "გაენათის" პროფესორია; 1975-1991წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "საქაგრომრეწვისა" და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპმშენებლობის სამმართველოს მიწვეული ექსპერტი და საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი; მონაწილეობდა კინოთეატრ "კოსმოსის" (თბილისში), მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ტყიბულისა და ტყვარჩელის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატების, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (რეკონსტრუქცია), რუსთავის ლითონკონსტრუქციებისა და რკინაბეტონის ქარხნების, სახლსაშენი კომბინატების, საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო კვანძების, გამწმენდი ნაგებობების ("თბილისი-რუსთავის", "სოხუმი-ახალი ათონის", "ფოთი-ურეკის" და სხვა) დაპროექტებაში, მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების - ტაშკენტის (1967), კამჩატკის პეტროპავლოვსკის (1971), დმანისის (1977), საჩხერე-ჭიათურის (1990) აღდგენით სამუშაოებში; არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 112 სამეცნიერო ნაშრომისა და სასწავლო-მეთოდური კრებულის ავტორი, აქვს 3 საავტორო მოწმობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.386

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: