The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარსევან გომართელი

გარსევან გომართელი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1895
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1966  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქართული გიმნაზია 1914 წელს. 

1921 წლიდან მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატის კინოს სექციაში და შემდეგ-საქართველოს "სახკინმრეწვში". 1921 წელს ივანე პერესტიანმა მიიწვია ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი". რეჟისორის ასისტენტად იმუშავა რამდენიმე მხატვრულ ფილმზე: "ვინ არის დამნაშავე" (რეჟ. ა. წუწუნავა, 1925), "თავადის ასული მერი" (რეჟ. ვ. ბარსკი, 1927).  როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმი "შეხვედრა" (1930). 1930  წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ფილმების სექციაში გადაიღო "მეცხოველეობა" (1930), "ქართველი ებრაელები" (1932), "მესაქონლეობა" (1939), "რეზინის მრეწველობა" (1935), "წითელ არმიაში გაწვევა" (1936), "დეპოს უფროსი" (1955)", "განგაშის ხმა" (1957), "რაც მოგივა დავითაო" (1959), "უსაფრთხოების ტექნიკა" (1962) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 65; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინო-ფოტო კავშირი, წევრი (1917-1966)

გააზიარე: