Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უმაღლესი სკოლა 1966 წელს. 1961 წლიდან მსახურობდა სსრკ უშიშროების ორგანოებში. 1971-1979 წლებში იმყოფებოდა სამსახურეობრივ მივლინებაში საზღვარგარეთ. 1979 წლიდან მსახურობდა საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობებზე. 1984-1990 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილების უფროსად. 1990-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. 1992 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად. 1992 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პოლკოვნიკი (1985), ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ.,2015.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.466 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |