Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაზარე (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად; 1997 წელს ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ექსარქიაში. 2014 წლის 11 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად; 2017 წლის 2 იანვრიდან ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. წმინდა სინოდის წევრი. წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.) / სერგო ვარდოსანიძე.-თბ.,2017.-გვ.640; fortuna.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |