Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი აბდუშელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1966 წწ. იყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1966-1977 წწ. კომკავშირული და პარტიული აპარატის თანამშრომელი; 1977-1980 წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1990 წწ. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1992 წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრი; 1992-1994 წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი; 1994-1997 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე; 1997-2004 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. აშშ ბიოგრაფიების ინსტიტუტის ექსპერტი; ავტორი სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიებისა (1967-1993). საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მანქანათმშენებლობის საწარმოს ავტომატიზაციის ამოცანები", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.11; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.25 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |