შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე (1978-1984), სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში (1984-1986). იყო სახვითი ხელოვნების პედაგოგი ბაღდათის რაიონის სოფ. ფერსათის საშუალო სკოლაში (1984-1985), მხატვართა კლუბის "ფიროსმანი" დირექტორის მოადგილე (1988); 1995 წლიდან ძირითადად მუშაობს გერმანიაში, მიუნჰენში. გამოფენებში მონაწილეობს 1976 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: ლითნოგრაფიების სერიები - "სვანეთის ცის ქვეშ" (1987); ოფორტები - "კაცია-ადამიანი?!" (1987); "ადამიანი და კოსმოსი", "მიქელანჯელოს და ლეონარდოს ნახატების ვარიაციები", "ნატურმორტები" (1988), ტრიპტიქი "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში" (აკაკის ლექსის მიხედვით, 1990); სერია "ჩემი ეზო" (1996); ფერწერა - სერია "ქართული მოტივები" (1999). არის წიგნის ილუსტრატორი; 1982 წლიდან დასურათებული აქვს წიგნები: "რაფაელო ჯიოვანელი", "სპარტაკი", "თანამედროვე რუსი პოეტები", თ. აბულაძის ლექსების კრებულები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ "ომეგასთან ". მონაწილეობდა გამოფენებში: პეტერბურგი (1983), ბონი, ბერლინი (1985), პრაღა, ბრატისლავა (1986), ბუდაპეშტი (1987), მოსკოვი (1987), ესტამპის მე-7 საკავშირო გამოფენა (მოსკოვი, თბილისი, 1989). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, უნგრეთის ხელოვნების მუზეუმებში, გერმანიის, რუსეთის, იტალიის კერძო კოლექციებში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.16; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |