The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა (ეპისკოპოსი)

საბა
ოფიციალური სახელი:ლაშა ინწკირველი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით ჩააბარა ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. მორჩილებას გადიოდა კვიპროსზე მახერას მამათა მონასტერში. 2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დაასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად სერბეთში გაემგზავრა. 2001-2007 წლებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი)  ის მორჩილად აკურთხა, უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და დანიშნა ეპარქიის მდივნად. 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი საბა. ამავე წლის 5 ივლისს, ბერი საბა ეკურთხა ბერ-დიაკვნად. 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ის მღვდელ-მონაზვნად აკურთხა  და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის 2011 წელს 22 მაისს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მღვდელ-მონოზონ საბას იღუმენობა მიანიჭა. 2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად. 2013 წლის 9 თებერვალს მამა საბა აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2013 წელის 13 ოქტომბერს  მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება. 2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. 2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge


გააზიარე: